ნათია ჯალაბაძე
ეთნოლოგი
დაბადების თარიღი 1955
1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
1979 -1980 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების ლაბორანტად; 1980-1990 წლებში ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1990-იანი წლიდან ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია; 2003 წლიდან კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი; არის მრავალი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური სამეცნიერო პროექტისა და ფორუმის მონაწილე; გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია.
სადისერტაციო თემა - "რელიგიური სინკრეტიზმის თავისებურებანი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ადგილის დედა ღვთისმშობელი)", დაიცვა 1988 წელს.